შვილად აყვანის ისტორია საფრანგეთიდან

შვილად აყვანის ისტორია საფრანგეთიდან

როგორც ბრენდი და როგორც ძლიერი/ახლო ოჯახი, სპეციალური მისიით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ მშობლებს, რომლებსაც არ ეშინიათ გახდნენ ახალი სამყარო მათი შვილებისთვის. მით უმეტეს, თუ ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან დაბადებიდან.ნო

როგორც ბრენდი და როგორც ძლიერი/ახლო ოჯახი, სპეციალური მისიით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ მშობლებს, რომლებსაც არ ეშინიათ გახდნენ ახალი სამყარო მათი შვილებისთვის. მით უმეტეს, თუ ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან დაბადებიდან.

ნოელის ოჯახთან ერთად ორცხობილის ცხობა ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი რამეა, რაც კი ოდესმე გამოგვიცდია. ნიკოლასი და კლოტილდი ცხრა ბავშვს ზრდიან. სამი მათგანი სპეციალური საჭიროებების მქონეა და ნაშვილებია.

ნიკოლასმა და კლოტილდემ იცოდნენ, რომ საფრანგეთში უამრავი შშმ ბავშვი ელოდება ოჯახს. მათ სურდათ ამ ბავშვების დახმარება, რადგან ყველა მათგანი იმსახურებს სიყვარულს. მარიამ, ფრედომ და მერი-გარანსმა გაცნობის პირველივე წუთებში ამოიცნეს თავიანთი ოჯახი. ფრედო ორწლინახევრის იყო. მან მშობლებს მოჰკიდა ხელი და უთხრა „წავედით! თქვენ ჩემს წასაყვანად მოხვედით“. 

ეს ბავშვები ანგრევენ სტერეოტიპებს. მათი თავისებურება ეხმარება მათ აღმოაჩინონ სამყარო, შექმნან და იფიქრონ საზღვრის მიღმა. როდესაც მათმა უფროსმა ძმამ ბოდუინმა მერი პირველად დაინახა, უსაზღვრო სიყვარულით შეუყვარდა ეს პატარა გოგონა. მან გადაწყვიტა, რომ ის იყო ლამაზი და მას არ ჰქონდა დაუნის სინდრომი.