
შვილად აყვანის ისტორია დიდი ბრიტანეთიდან
ოჯახები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. მაშინაც კი, თუ ბავშვებს არ აქვთ მშობლების მსგავსი ღიმილი ან თვალები, ისინი მაინც ოჯახები არიან. Anex-თან ერთად აღზრდის პროცესი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შვილად აყვანას, როგორ



ოჯახები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. მაშინაც კი, თუ ბავშვებს არ აქვთ მშობლების მსგავსი ღიმილი ან თვალები, ისინი მაინც ოჯახები არიან. Anex-თან ერთად აღზრდის პროცესი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შვილად აყვანას, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო გზას გახდე მაგარი მშობელი.
ფეიაზამ და რობერტმა მეორე შეხვედრაზე ისაუბრეს შვილად აყვანის შესახებ. ფეიაზი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში და თინეიჯერულ ასაკში მოხალისედ მონაწილეობდა შიდსის ობოლთა თავშესაფარში.
რობერტი FIFA-სთან ერთად ეხმარებოდა, რომ დაემატებინათ ფეხბურთი აფრიკელ ბავშვთა ცხოვრების სტილში. ამ გამოცდილებებმა, მართლაც გაამყარა მათი გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის თაობაზე.
ფეიაზმა და რობერტმა არ იცოდნენ, კონკრეტულად რამ მიიზიდა დემის და დესთინის პროფაილები, რადგან საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არ იყო. მიუხედავად ამისა, მათ სურდათ უფრო მეტი გაეგოთ ამ გოგონების შესახებ. თავიდან ისეთი შეგრძნება ჰქონდათ თითქოს სხვის შვილებს უვლიდნენ ფეიაზი და რობერტი. ცოტა უცნაური მოსასმენი იყო სიტყვები „დედა“ და „მამა“. როდესაც გოგონებს შეხვდნენ მინდობილობით აღმზრდელის სახლში, ფეიაზი და რობერტი იყვნენ ძალიან აღფრთოვანებულები და ერთი სული ჰქონდათ, სახლში წაეყვანათ.




