ახალი კოლაბორაცია, რომელიც აერთიანებს სიყვარულს აღზრდისადმი და ბრენდს, რომლის ინოვაციური მიდგომის მეშვეობით უზრუნველყოფს უმაღლესი დონის უსაფრთხოებას პატარებისთვის. მართლაც რომ მაგარი კომბინაციაა!
ჩვენი თანამშრომლობა Avionaut-თან წლების წინ, საერთო ხედვით დაიწყო, თუ როგორ გავხადოთ ბავშვის აღზრდის პროცესი სასიამოვნო. თავდაპირველად, ჩვენი მეგობრობა დაიწყო საერთო სიყვარულით ინოვაციური პროდუქტების მიმართ, შემდგომ კი ისეთ პარტნიორობაში გადაიზარდა, რომელმაც ხელი შეუწყო მშობელთა ცხოვრების შეცვლას. სწორედ, ამიტომ, გამოვუშვით ახალი ავტოსავარძელი Cosmo! თანამედროვე, ფუტურისტული დიზაინის დამსახურებით, ეს ავტოსავარძელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ფრენაც კი შეუძლია.
Avionaut-მა Cosmo-ს ავტოსავარძლის დიზაინის შექმნა, სამი პრინციპის მიხედვით დაიწყო: კომფორტი, ერგონომიულობა და უსაფრთხოება. მათ არათუ მიაღწიეს დასახულ სტანდარტებს, არამედ ისეთი დამატებითი მახასიათებლებიც შეიმუშავეს, როგორიცაა ჩვილის მგრძნობიარე კანისათვის უსაფრთხო მასალა, ასევე მზისგან დამცავი საჩრდილობელი, რათა დაიცვას ჩვილი ძილის დროს, მზის სხივებისგან შორ გზაზე მგზავრობისას. აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე დამატებითი მახასიათებელი:
- წონა 3.2 კგ, რაც განაპირობებს მარტივ გადაადგილებას.
- ექიმების მიერ რეკომენდირებული სპეციალური ჩანართი ბავშვის სწორ პოზიციაში ყოფნის გარანტიისთვის.
- მარტივი ინსტალაცია IQ ბაზაზე ISOFIX სისტემის მეშვეობით, ან ავტომობილის უსაფრთხოების ღვედების გამოყენებით.
- დამოუკიდებელი, სუნთქვადი საჩრდილობელი, რომელიც დამზადებულია UV-ფილტრიანი ქსოვილისგან.
აკმაყოფილებს უსაფრთხოების უახლოეს ევროპულ სტანდარტებს: i-Size და ECE-R129