



ნაკლები ბიძგი, მეტი სრიალი
დაკეცვის მექანიზმში ინტეგრირებული დაპატენტებული ამორტიზაციის სისტემა, ყველა ბორბლის ამორტიზაციასთან ერთად, უზრუნველყოფს განსაკუთრებით რბილ სვლას ნებისმიერ სეზონზე.

ფართო სავარძელი ზურგის საიმედო მხარდაჭერით უზრუნველყოფს თქვენი პატარას ერგონომიულ მგზავრობას.
ცალი ხელით იკეცება კომპაქტურ ზომამდე (რაც საკმაოდ მცირეა საშუალო ზომის ეტლისთვის) და დამოუკიდებლად დგას, რაც აადვილებს მის შენახვას, ტრანსპორტირებასა და ყოველდღიურ მოხმარებას.
სავარძელზე არსებული ფეხების დიდი საყრდენი უზრუნველყოფს თქვენი პატარას ფეხების კომფორტულ პოზიციას ჯდომისას, ხოლო ჩარჩოზე განთავსებული განიერი საფეხური დამატებით საყრდენს ქმნის მოზრდილი ბავშვებისთვის.
ორი სავენტილაციო სარკმელი (ერთი ზემოდან, მეორე კი უკანა მხრიდან) უშვებს სუფთა ჰაერს და ამარტივებს ბავშვზე თვალყურის დევნებას.
იპოვეთ თქვენთვის იდეალური პოზიცია — ერგონომიული სახელური ოთხ სხვადასხვა სიმაღლეზე მარტივად რეგულირდება და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ეწყობა თქვენს კომფორტზე.

airglide®-ის ინოვაციური ETPU ბორბლები არის რბილი, ულტრამსუბუქი და გამძლე; მათში გამოყენებულია კეტების (sneakers) ტექნოლოგია, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ ამორტიზაციასა და ძალისხმევის გარეშე მოძრაობას.
რეგულირებადი ფეხის დასადები და საზურგე საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ დახრის სასურველი კუთხე და მიიღოთ სრულად ჰორიზონტალური (წოლითი) პოზიციაც კი.
უზრუნველყავით თქვენი შვილის უსაფრთხოება მაგნიტური შესაკრავის სისტემითა და სრულად ინტეგრირებული ხუთწერტილიანი უსაფრთხოების ღვედით.
ატარეთ ყველა საჭირო ნივთი მარტივად, ეტლის ტევადი კალათის წყალობით, რომლის მაქსიმალური დატვირთვა 10 კგ-ია!
ეტლი თავსებადია ქარსითის აქსესუართან, რაც მანქანიდან ეტლზე გადასვლას შეუმჩნეველსა და მარტივს ხდის.* ავტოსავარძლები იყიდება ცალკე.
დასაჯდომ ბლოკს აქვს დამცავი საჩრდილობელი, რომელიც სრულად ფარავს ბავშვს და საიმედოდ იცავს მას მოულოდნელი ამინდისგან.






airglide®-ის ინოვაციური ETPU ბორბლები არის რბილი, ულტრამსუბუქი და გამძლე; მათში გამოყენებულია კეტების (sneakers) ტექნოლოგია, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ ამორტიზაციასა და ძალისხმევის გარეშე მოძრაობას.