პოპულარული კითხვები
დიახ, Anex Mev არის m/type მოდელის ახალი თაობა. ჩვენ განვაახლეთ ეტლის დიზაინი, ამოვიღეთ არასაჭირო ფუნქციები უფრო სუფთა და მინიმალისტური დიზაინის მისაღწევად.
Mev უფრო მსუბუქი და პატარაა m/type-თან შედარებით. ახალშობილის გონდოლა ახლა დამზადებულია EPP მასალისგან, რაც მას ძალიან მსუბუქს ხდის და ქმნის შესანიშნავ ადგილს ბავშვისთვის. მისი ინტერიერი დამზადებულია ბამბუკის ქსოვილისგან, ლეიბი კი სორონისგან - ანტიბაქტერიული, სუნთქვადი და სიმინდის ბოჭკოებისგან დამზადებული ბუნებრივი მასალისგან.
მრავალი ცვლილება განიცადა ასევე სასეირნო პოზიციამაც. დამატებულია უსაფრთხოების ღვედის მაგნიტური ბალთა, ასევე, მხრებისა და წელის დამცავი ბალიშები. შეგიძლიათ ბოლომდე გადმორწიოთ საჩრდილავი და გახსნათ ვენტილაცია.
სასეირნო ბლოკი ჩარჩოსთან ერთად იკეცება ორივე მიმართულებით და და რადგანაც ეტლს აქვს self-standing ფუქნცია, მის გასაშლელად არ გჭირდებათ დაბლა დახრა. მოყვება სიმაღლის გადამყვანები მანქანის სავარძლისა და გონდოლასთვის, რაც მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მოარგონ ეტლი მათ საჭიროებებს.
Anex Mev-ის კომპლექტაციაში შედის: ეტლის ჩარჩო ბორბლებით; ახალშობილის გონდოლა ფეხსაფარით; სასეირნო ბლოკი; ეტლის სათავსო კალათა; ასევე, აქსესუარები, რათა უფრო კომფორტული გახადოს ეტლთან ერთად სეირნობა: ზურგჩანთა, სიმაღლის გადამყვანები ახალშობილის გონდოლასთვის, სავარძლის ბლოკის ბამპერი, ჩარჩოს სატარებელი ღვედი, წვიმისგან დამცავი და მწერების ბადე.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამისთვის, საჭიროა მანქანის სავარძლის დამატებითი გადამყვანების ყიდვა, რომლებიც არ შედის ეტლის ძირითად კომპლექტაციაში. ადაპტორების შესახებ მეტი შეგიძლიათ გაიგოთ აქ.
ჩარჩო შეიძლება დაიკეცოს სასეირნო პოზიციასთან ერთად ორივე მიმართულებით.
სასეირნო პოზიციასთან ერთად დაკეცილი ეტლი შეიძლება დამოუკიდებლად იდგეს თავდაყირა, რაც უზრუნველყოფს სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას და თავიდან იცილებს ჩარჩოს შემთხვევით დაკაწვრას თქვენს პატარასთან ერთად მოგზაურობისას.
10 კგ ტევადობის ეტლის ფართო კალათის წყალობით ყველა აუცილებელი ნივთის ტარება მარტივადაა შესაძლებელი!
Anex Mev-ს 4 ფერია ხელმისაწვდომი: Toon, Kite, Wink, Ditto
თქვენი ბავშვი იქნება კომფორტულად და მყუდროდ ამინდის მიუხედავად, სასეირნო ბლოკის საჩრდილავის წყალობით, რომელსაც აქვს დამატებითი განყოფილება და მთლიანად ფარავს თქვენს პატარას. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ სასეირნო განყოფილების ფეხსაფარი ცუდი ამინდისგან სრულად დაცვისთვის.
სერიული ნომერი განთავსებულია ჩარჩოს მარცხენა მილზე კალათის გვერდით.
რა თქმა უნდა. Anex Mev შეესაბამება ახალ სტანდარტს EN 1888-1:2018+A1:2022, EN 1888-2:2018+A1:2022. უფრო მეტიც, Anex-ის ყველა ეტლი გადის შიდა ხარისხის შემოწმებას, რომელიც ზოგჯერ უფრო მკაცრია, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტები.
დიახ, თავსებადია და ისინი უკვე შედის კომპლექტაციაში, რათა უზრუნველყონ კომფორტული სეირნობა ოჯახების ნებისმერი წევრისთვის. ადაპტორები საშუალებას გაძლევთ აწიოთ ახალშობილის გონდოლა და სასეირნო პოზიცია საჭიროების შემთხვევაში 8,10 სმ-ით.
Anex Mev-ს ლეიბი სავსეა სრულიად ბუნებრივი სორონას მასალით, რომელიც მზადდება სიმინდისგან. ეს ლეიბი არა მხოლოდ სუნთქვადი, არამედ ანტიბაქტერიული, ეკოლოგიურად სუფთა, რბილი და 100%-ით უსაფრთხოა ბავშვისთვის.
სასეირნო ბლოკი შეიძლება დამონტაჟდეს ორივე მიმართულებით: ჩვილებისთვის - მშობლებისკენ, ხოლო ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის - სახით გზისკენ. ეტლის ჩარჩო და სასეირნო პოზიცია შეიძლება დაიკეცოს ნებისმიერი მიმართულებით.
Mev დამზადებულია პრემიუმ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. ეტლის გარე ნაწილი დამზადებულია ეკო ტყავისგან და პოლიესტერისგან. ახალშობილის გონდოლა დამზადებულია EPP-ისგან, რომელიც ცნობილია თავისი გამძლეობითა და ტემპერატურის რეგულირების თვისებებით. საბარგულის ინტერიერი გაფორმებულია ბამბუკის ქსოვილით და მოყვება სუნთქვადი და ანტიბაქტერიული სორონას ლეიბი. ეტლის ჩარჩო დამზადებულია მსუბუქი ალუმინისგან და ანოდირებულია, რაც აუმჯობესებს მის წინააღმდეგობას გარე ფაქტორების მიმართ, როგორიცაა კოროზია.
