Anex-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

კომპანია Anex-ი დიდ ყურადღებას უთმობს კონფინდენციალურობის  დაცვას. ამიტომ ფაქიზად ვეპყრობით თქვენ პერსონალურ მონაცემებს და მხოლოდ ქვემოთ მოცემული კონფინდენციალურობის პოლიტიკის პუნქტების გათვალისწინებით ვამუშავებთ მათ. 

რომელ პერსონალურ მოანცემებს ვამუშავებთ: 

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელთაც იყენებთ ჩვენ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას. აღნიშნულში შედის თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი. ის  მონაცემები, რომლებიც შემოდის ვაკანსიებზე  განაცხადების განთავსებისას, ყველა ამ მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებლობა აკისრია Anex-ს. 

როგორ ვიცავთ თქვენ მონაცემებს:    

ჩვენ მივმართეთ როგორც ტექნიკურ, ასევე ორგანიზებულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად, რათა არ მოხდეს მათი დაკარგვა, მოპარვა და არაავტორიზებული წვდომა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავამყაროთ უსაფრთხოების ზომები ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით. გირჩევთ, შეამოწმოთ, რამდენად დაცულია ის ელქტრონული სისტემა, რომელსაც იყენებთ.

ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე:  

ჩვენი ვებ-გვერდის ბმულები შეიძლება განთავდეს სხვა საიტებზე. ასეთი ბმულები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და, როგორც წესი, ხელს უწყობს  ჩვენი პროდუქციის რეკლამირებას. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას სხვა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ინფორმაციის გამოყენებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პირობები სხვა ვებ-გვერდებზე შეიძლება განსხვავდებოდეს. ჩვენ არ  ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ვებ-გვერდების ქმედებებზე, რაც გულისხმობს  ინფორმაციის განთავსებას, მათ შორის, ჩვენი ბმულის განთავსებას, ისევე როგორც ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის გამოყენებასა და შეგროვებას. 

პერსონალური მონაცემების სუბიექტს აქვს უფლება:

იცოდეს პერსონალური მონაცემების ადგილდებარეობა, მათ შორის  მისი პერსონალური მონაცემები, რა მიზნით გამოიყენება ის. უფლებამოსილ პირებს მისცეს შესაბამისი ინსტრუქცია ამ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული; მიიღოს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებზე დაშვების პირობებთან დაკავშირებით, რაც ასევე გულისხმობს ინფორმაციას მესამე პირებზე, რომელთაც გადაეცემათ მისი პერსონალური მონაცემები; მიიღოს წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებზე; მიიღოს წვდომა თავის პერსონალურ მონაცემებზე; მიიღოს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დღიდან მოთხოვნის მიღებისა, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვლისწინებულია კანონმდებლობით. მიიღოს პასუხი, ინახება თუ არა მისი მონაცემები პერსონალური მონაცემების შესაბამის ბაზაში, ასევე მიიღოს თავისი პერსონალური მონაცემების შინაარსი. წარმოუდგინოს არგუმენტირებული მოთხოვნა პერსონალური მონაცემების მფლობელს, იმასთან დაკავშირებით, რომ წინააღმდეგია მისი მონაცემების დამუშავებისა; ასევე წარმოუდგინოს არგუმენტირებული მოთხოვნა პერსონალური მონაცემების მფლობელებსა თუ განმკარგავებს, შეცვალონ ან გაანადგურონ მისი პერსონალური მონაცემები, თუკი ეს მონაცემები არაკანონიერად მუშავდება ან არ არის სარწმუნო, მოითხოვოს  მისი პერსონალური მონაცემების დაცვა უკანონო დამუშავების, შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების ან დაზიანებისგან, რაც გულისხმობს მონაცემების შეგნებულ გადამალვას და დაგვიანებით წარდგენას; დაცულ იქნას ყალბი მონაცემების წარდგენისაგან, რაც შეულახავს მას რეპუტაციას, ღირსებასა და ბიზნეს იმიჯს; გაასაჩივროს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება სახელმწიფო ორგანოებსა და უფლებამოსილ პირებთან, რომელთაც უფლებამოსილება გააჩნიათ უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა, ან მიმართოს სასამართლოს; გამოიყენოს უფლების დაცვის  საშუალება  პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დარღვევის  შემთხვევაში. თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების ლიმიტირება, გააუქმოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემთა დამუშავების თაობაზე. გააჩნია სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები.                                                                                                                                                         მსგავსი მოთხოვნები გამოგზავნილ უნდა იქნას წერილობით, შეტყობინების სახით  შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]  ან ჩვეულებრივი ფოსტით შემდეგ მისამართზე : AVALEX PTE. LTD., 8 Eu Tong Sen Street #17-88, THE CENTRAL Office tower 2 Singapore 059818.

Cookie-ები:  

საიტზე მუშაობისას  Cookies ფაილები ინახება და გამოიყენება. ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ფუნქციის მხარდაჭერას და მათ ჩატვირთვას. ინფორმაცია ვიზიტორების შესახებ, რომელიც საიტზე ხელმეორე ვიზიტისას გამოიყენება,მოიცავს: ენას, ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება ავტორიზაციისთვის, ადგილდებარეობასა და სხვა ინფორმაციას, თუ როგორ დააკონფიგურირო ბროუზინგი/ვებ გვერდზე ვიზიტი.Cookies ფაილები ასევე გვეხმარება    თვალყური ვადევნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დარღვევასა და ვიზიტორების მიერ საიტის გამოყენების პირობებს.    პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი დებულებები. 

General Data Protection Regulation (GDPR)           

მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია, ან GDPR, მოქალაქეებს აძლევს გარკვეულ უფლებებს მათი პირადი მონაცემების გათვალისწინებით. მოქმედი კანონით გათვალისწინებული უფლებების გარდა, თითოეულ პირს აქვს შემდეგი უფლებები::                                                                                                                                         

წვდომა საიტზე - უფლება, იყოთ ინფორმირებული და მოითხოვოთ წვდომა თქვენ პერსონალურ მონაცემებზე.                                                                                                                                        

 უფლება, შეიტანო შესწორებები - მოითხოვოთ თქვვენი მონაცემების შეცვლა ან შესწორება, როდესაც ის არაზუსტი ან არასრულია.                                                                                                                           

უფლება წაშლაზე -  მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა.                                                                         

დაზღვევის უფლება -  მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ან მონაცემების ნაწილის დამუშავების  დროებითი ან პერმანენტული შეწყვეტა.                                                                                                                           

 უარყოფის უფლება -  შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი თქვენი მონაცემების დამუშავებაზე კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე;                                                                                                               

უფლება, უარი განაცხადოთ თვქვენი მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.                                                                                                                                  

უფლება მონაცემთა პორტაბელურობაზე -  უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი მონაცამების ასლი ელ.ფოსტის ფორმატში და  გადასცეთ მონაცემები მესამე მხარეს სარგებლობაში;  
უფლება,  გახდეთ  ავტომატური გადაწყვეტილების ობიექტი. უფლება, არ გახდეთ ობიექტი მხოლოდ და მხოლოდ, ავტომატური გადაწყვეტილებისა, იგულისხმება ბიოგრაფიული ფაქტების გამოყენებაც, სადაც გადაწყვეტილებას იურიდული შედეგი მოყვება მომხმარებლისთვის ან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მნიშვნელოვანი შედეგები.  

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მომხმარებელს თავისი უფლებების მარტივად გამოყენებასა და მისი პრეფერენციების განსაზღვრაში, თუ როგორ ამუშავებს საიტი მის მონაცემებს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი პრინციპები, რომელთა ნახვა შეგიძლიათ გვერდზე ""კონფიდენციალურობის პოლიტიკა"". 

დაგვიკავშირდით, გახდით ჩვენი პარტნიორი - აქ შეგიძლიათ, დააზუსტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების რომელი კეტეგორიის დამუშავება შეგვიძლია.  თუ გექნებათ რაიმე შეკითხვები თქვენი კონფიდენციალურობის, თქვენი უფლებების შესახებ, ან იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ მას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით.  გიპასუხებთ უახლოეს პერიოდში, როგორც კი მოხდება თქვენი იდენტიფიცირება.  

ცვლილებების შეტანა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში: 

შესაძლებელია მოხდეს თქვენი მონაცემების შეცვლა პერიოდულად.  ცვლილებები განთავსდება ამ ვებ.გვერდზე.