Black strollers from Anex

Anex-ის შავი საბავშვო ეტლები არის ნეიტრალური ფერის უნივერსალური ვარიანტი, რომელიც ერგება როგორც გოგოს, ისე ბიჭს. შავი ფერი ითვლება კლასიკად, მისი ელფერები საკმაოდ პრაქტიკული და ელეგანტურია. ეს არის იდეალური ვარიანტი მშობლებისთვის, რომელთაც არ მოსწონთ გადაზედმეტებული სიკაშკაშე და ფერადოვნება.

- მატერიალი არ საჭიროებს ხშირ წმენდას;

- გააჩნიათ მაღალი დაცვა UV სხივებისგან;

- აქვთ ელეგანტური ვიზუალი;

- არ იზიდავენ მწერებს.

 რა საბავშვო ეტლებს გთავაზობთ შავ ფერში?

Anex-ის საბავშვო ეტლების თითქმის ყველა მოდელი არის შავ ფერში წარმოდგენილი. მაგალითისთვის, შემდეგი შავი ეტლები ახალშობილებისთვის: 

1. Anex m/type - ეტლი ორი 1-ში, შექმნილია ყოველდღიური სეირნობებისთვის ნებისმიერი ტიპის გზებზე. აქვს კომფორტული საძილე ადგილი, სასეირნო პოზიციის რეგულირებადი საზურგე და ფეხების საყრდენი, კეცვადი ჩარჩო, რეგულირებადი სახელური, სამმაგი ამორტიზაცია, 360°-ით ბრუნვადი საბურავები. 

2. Anex e/type - ეტლი ორი 1-ში დამზადებული ეკო-ტყავისგან, რომელიც იდეალურად აერთიანებს ელეგანტურობასა და პრაქტიკულობას. სანდოა მშობლებისთვის და კომფორტულია ბავშვებისათვის. გონდოლა მარტივად ეხსნება ერთი ხელით. სასეირნო პოზიციის საზურგე, სახელური და ფეხების საყრდენი რეგულირებადია, ხოლო ჩარჩო იკეცება კომფორტულ ზომებად. წინა და უკანა ბორბლები მარტივად ეხსნება ერთი დაწკაპუნების მეშვეობით. 

3. Anex l/type - ფუნქციონალური და კომფორტული ეტლი-ტრანსფორმერი. მასში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც საჭიროა ბავშვისთვის. მას გააჩნია დიდი კალათა და საჩრდილავი, ორმაგი ამორტიზაცია და ვენტილაცია. გონდოლა მარტივად იხსნება და იკეცება, ჩარჩოც ასევე იკეცება სასეირნო პოზიციასთან ერთად. 

4. Anex Quant - ორი 1-ში ეტლი, რომელიც დამზადებულია ეკო-მეგობრული მატერიალისგან (გადამუშავებული პლასტმასისგან). მას გააჩნია კომპაქტური ზომები, LED განათება წინა ჩარჩოზე, შუქის ამრეკვლავი წარწერები, მატრასი მეხსიერების ეფექტით, და ა.შ ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომია ერთი ხელით.  

5. Anex Air-X კომფორტული სასეირნო ეტლი, იდეალური ვარიანტი სამოგზაუროდ. მოყვება სპეციალური ჩანთა ეტლის ტრანსპორტირებისათვის, ფეხების საყრდენი, მოხსნადი ბამპერი, და 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები.  

6. Anex Air-Z ეტლი ცხოვრების ნებისმიერი ეტაპისთვის. მარტივად იკეცება ერთი ხელით. სარეკომენდაციო ასაკია დაბადებიდან 22 კგ-მდე. დასაჯდომი პოზიცია გადაკეთდება ჩვილების პოზიციად, რომელიც წააგავს კომპაქტურ აკვანს. ნაჭერი კომფორტულად ეხსნება გასარეცხად. მოყვება U-ს ფორმის ბალიში ბავშვის თავის დასაფიქსირებლად. 

ყველა მოდელი გამოიყენება ნებისმიერ სეოზნზე ამინდის მიუხედავად. არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ზაფხულში ბავშვი გადახურდება ეტლში, რადგან Anex-ის ყველა მოდელი აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მიკროკლიმატს ეტლს შიგნით.  გამომდინარე აქედან, ბავშვს არ დასცხება ზაფხულში, ისევე როგორც არ შესცივდება ზამთარში.  

თუ თქვენ არ მოგწონთ შავი ფერი - ჩვენ გთავაზობთ სხვა ფერის მოდელებს: ბეჟი, ცისფერი, ფირუზისფერი, კარამელისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ფერადი, და ა.შ. ეტლებს, რომლებიც აერთიანებენ ორ ან მეტ ფერს აქვთ თვალისმომჭრელი დიზაინი.

Black strollers from Anex
Black strollers from Anex
Black strollers from Anex
Black strollers from Anex
Black strollers from Anex

სად შეიძლება Anex-ის შავი საბავშვო ეტლის შეძენა? 

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მაღალი ხარისხის ეტლები ჩვენს ოფიციალურ წარმომადგენელთან. მათი მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია გვერდზე "სად შეიძლება ყიდვა". შემოთავაზებული სიიდან აირჩიეთ თქვენი ქალაქი და დააწკაპეთ ღილაკს "მაღაზიის პოვნა". თქვენ მიიღებთ სიას ყველა გამყიდველისა თქვენს ლოკაციაზე. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ online შოპინგის სერვისები, რომლებსაც მიაქვთ შეკვეთა თქვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 

დამატებით, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა ტიპის აქსესუარი: მწერებისგან დამცავი ბადე, საწვიმარი, ფეხსაფარი, ჩასათბუნი ფეხსაფარი, საბანი, ხელთათმანი ეტლისთვის, და სხვა. ბევრი მათგანი მოყვება ეტლს უფასოდ. გაეცნოთ ასორტიმენტს და აირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი ვარიანტი შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე.  ყველა საჩივარი და შეთავაზება მიიღება კონტაქტებში ჩამოთვლილ სატელეფონო ნომრებზე.

Black strollers from Anex
Black strollers from Anex
Black strollers from Anex

Იხილეთ ასევე

child with laptop

აყევი Anex-ის რიტმს

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად

Learn more