Story of adoption from Canada
Anex logo
Story of adoption from Canada

შვილად აყვანას შეიძლება მოჰყვეს ბევრი ძლიერი ეჭვი და ემოცია. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ ეჭვების დაძლევაზე და ამ სულისკვეთებას ვაქცევთ Anex-ის სოციალურ მისიად. ჩვენთან ერთად აღზრდის პროცესი განსაკუთრებულია. არჩევანი, რომ გახდე ოჯახი, არის საუკეთესო გადაწყვეტილება.

ჩვენ გაგვიმართლა და ერთი თოვლიანი დღე გავატარეთ ოლისთან, ენთან და ჯოშთან ერთად. ამ ცნობისმოყვარე ოჯახმა შეგვიშვა მათ სამყაროში და გაგვიზიარა თავიანთი საუკეთესო მომენტები. ჩვენ გვერგო პატივი და მოვინახულეთ გუნდაობა და ციგებით სრიალის რბოლა, გავსინჯეთ ცხელი შოკოლადი და მოვისმინეთ ბევრი მართლაც მნიშვნელოვანი სიტყვა.

ოლი პირველად 16 თვის ასაკში მოვიდა სახლში. ეს ბავშვი სამხრეთ კორეიდან გაემგზავრა კანადაში, რომ გამხდარიყო ენის და ჯოშის ოჯახის ნაწილი, რომლებიც მას მთელი ცხოვრება ელოდებოდნენ.

Story of adoption from Canada
Story of adoption from Canada
Story of adoption from Canada
Story of adoption from Canada
Story of adoption from Canada
Story of adoption from Canada Story of adoption from Canada

შვილად აყვანის პროცესმა დაახლოებით ორი წელი გასტანა. იყო მშობლების კურსები, ფსიქოლოგიის შეფასება და უამრავი დოკუმენტაცია. ენი და ჯოშიც ისევე ღელავდნენ როგორც სხვები. მათ ნამდვილად არ იცოდნენ რისი მოლოდინი ჰქონოდათ.

მათ შესაძლოა ბევრი რამ არ სცოდნოდათ. მოგზაურობის დასაწყისში შესაძლოა ენი და ჯოში დაბნეულიყვნენ, მაგრამ ეს კარგია (ნორმალურია). მათ ეს გაიგეს და ახლა მათი ცხოვრება გაცილებით მხიარული, ქაოტური და თავბრუდამხვევია.  ახლა ოლი სამი წლისაა და არასდროს შევხვედრივათ ბიჭს უფრო მომხიბვლელი ღიმილით.

რჩევა კანტორ-ჰარისონის ოჯახისგან:

”თუ შვილად აყვანის საკითხს განიხილავთ, გირჩევთ სხვა მშვილებლებთან ისაუბროთ მათი გამოცდილების გასაგებად. თუ შვილად აყვანას გადაწყვეტთ, იპოვნეთ ოჯახების მშვილებელი საზოგადოება, რადგან ისინი იქნებიან დიდი მხარდამჭერები, როგორც თქვენი, ასევე თქვენი შვილის.”

Story of adoption from Canada

Იხილეთ ასევე