Story of Adoption from France
Anex logo
Story of Adoption from France

როგორც ბრენდი და როგორც ძლიერი/ახლო ოჯახი, სპეციალური მისიით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ მშობლებს, რომლებსაც არ ეშინიათ გახდნენ ახალი სამყარო მათი შვილებისთვის. მით უმეტეს, თუ ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან დაბადებიდან.

ნოელის ოჯახთან ერთად ორცხობილის ცხობა ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი რამეა, რაც კი ოდესმე გამოგვიცდია. ნიკოლასი და კლოტილდი ცხრა ბავშვს ზრდიან. სამი მათგანი სპეციალური საჭიროებების მქონეა და ნაშვილებია.

ნიკოლასმა და კლოტილდემ იცოდნენ, რომ საფრანგეთში უამრავი შშმ ბავშვი ელოდება ოჯახს. მათ სურდათ ამ ბავშვების დახმარება, რადგან ყველა მათგანი იმსახურებს სიყვარულს. მარიამ, ფრედომ და მერი-გარანსმა გაცნობის პირველივე წუთებში ამოიცნეს თავიანთი ოჯახი. ფრედო ორწლინახევრის იყო. მან მშობლებს მოჰკიდა ხელი და უთხრა „წავედით! თქვენ ჩემს წასაყვანად მოხვედით“. 

ეს ბავშვები ანგრევენ სტერეოტიპებს. მათი თავისებურება ეხმარება მათ აღმოაჩინონ სამყარო, შექმნან და იფიქრონ საზღვრის მიღმა. როდესაც მათმა უფროსმა ძმამ ბოდუინმა მერი პირველად დაინახა, უსაზღვრო სიყვარულით შეუყვარდა ეს პატარა გოგონა. მან გადაწყვიტა, რომ ის იყო ლამაზი და მას არ ჰქონდა დაუნის სინდრომი.

Story of Adoption from France
Story of Adoption from France
Story of Adoption from France
Story of Adoption from France
Story of Adoption from France
Story of Adoption from France Story of Adoption from France

 ნიკოლასის და კლოტილდის საყვარელი მოგონებაა, როდესაც უფროსმა შვილებმა სთხოვეს კიდევ ერთი ბავშვის აყვანა. მათი წყალობითაა ახლა ფრედო ამ ოჯახის ნაწილი. ბავშვებს ესმოდათ, რომ სიყვარულს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. სიყვარულს ყველა განსხვავების გადალახვა შეუძლია.

ამავე დროს, ნათესავებისა და მეგობრების რეაქცია არასასიამოვნო სურპრიზი გახდა. ზოგი ადამიანი მართლაც სასტიკი იყო თავისი საქციელებითა და სიტყვებით. ამან ნოელის ოჯახი გაზარდა. მათი უნიკალური შვილების წყალობით ისინი ხვდებოდნენ ფანტასტიურ ხალხს, სინათლითა და სიხარულით სავსეს.

რჩვება ნოელის ოჯახისგან

,,იცხოვრე დღევანდელი დღით ზეწოლის გარეშე, უსარგებლო მისწრაფებების გარეშე. დაე, თქვენმა შვილებმა გმართონ.  ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან და არა ისე, როგორებიც ჩვენ გვსურს რომ იყვნენ.„

Story of Adoption from France

Იხილეთ ასევე