Take the time to smile with Anex Air-Z Doodle

Smiley® - ეს მეტია ვიდრე ბრენდი: "დაუთმე დრო ღიმილს" ისინი გვახსენებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ძლიერი შეიძლება იყოს ეს ერთი შეხედვით უბრალო ჟესტი. Smiley® გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურები გრაფიკულ დიზაინში და შედის მსოფლიოს 100 საუკეთესო ლიცენზირებულს შორის 400-ზე მეტი პარტნიორით გლობალურად.

კომპანია Anex-ში ჩვენი მისიაა გავხადოთ აღრზდის პროცესი სასიამოვნო. საუბარი არის სწორედ ბავშვთან ერთად გართობისთვის დროის გამონახვაზე და უფრო მეტი ბედნიერი მოგონების შექმნაზე. სწორედ ამიტომ არის, რომ Smiley® და Anex ასე იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. 

ჩვენი ეტლების დიზაინი ხშირად მიჰყვება მინიმალისტურ მიდგომას, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ ჩარჩოებიდან გამოსვლა და რაღაც ცოცხალისა და კრეატიულის შექმნა. ბრენდ Smiley®-ის 50 წლის იუბილე ამის შესანიშნავი მიზეზი გახდა. SmileyWorld®-ის გასაოცარი პროექტების დათვალიერების შემდეგ, ჩვენ განსაკუთრებით შეგვიყვარდა გრაფიტის მხატვრის,  André Saraiva-ს მიერ შექმნილი ნამუშევრები. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს უნიკალური ფერები და SmileyWorld®-ის ფიგურები შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ პოზიტიური მესიჯი გავუგზავნოთ მშობლებს მთელს მსოფლიოში ახალი ეტლის - Air-Z Doodle-ის გამოშვებით. 

Take the time to smile with Anex Air-Z Doodle Take the time to smile with Anex Air-Z Doodle
Take the time to smile with Anex Air-Z Doodle
Take the time to smile with Anex Air-Z Doodle Take the time to smile with Anex Air-Z Doodle

Anex x SmileyWorld®- ის კოლაბორაცია ხელს შეუწყობს ფანტაზიის განვითარებას, აადვილებს და სახალისოს ხდის აღზრდას. ზღაპრული და მხიარული ნიმუშებით, პრაქტიკულ დიზაინთან ერთად, Air-Z არის აუცილებელი ნივთი თქვენი პატარასთვის. SmileyWorld®-ის ეტლთან ერთად, რომელიც გამხნევებთ ფრაზებით "ურა!" და "ვუუუ!",  თქვენ აუცილებლად ისიამოვნებთ ყოველდღიური გასეირნებებით.

Take the time to smile with Anex Air-Z Doodle
Take the time to smile with Anex Air-Z Doodle Take the time to smile with Anex Air-Z Doodle