Story of adoption from the UK
Anex logo
Story of adoption from the UK

ოჯახები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. მაშინაც კი, თუ ბავშვებს არ აქვთ მშობლების მსგავსი ღიმილი ან თვალები, ისინი მაინც ოჯახები არიან. Anex-თან ერთად აღზრდის პროცესი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შვილად აყვანას, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო გზას გახდე მაგარი მშობელი.

ფეიაზამ და რობერტმა მეორე შეხვედრაზე ისაუბრეს შვილად აყვანის შესახებ. ფეიაზი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში და თინეიჯერულ ასაკში მოხალისედ მონაწილეობდა შიდსის ობოლთა თავშესაფარში.

რობერტი FIFA-სთან ერთად ეხმარებოდა, რომ დაემატებინათ ფეხბურთი აფრიკელ ბავშვთა ცხოვრების სტილში. ამ გამოცდილებებმა, მართლაც გაამყარა მათი გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის თაობაზე.

ფეიაზმა და რობერტმა არ იცოდნენ, კონკრეტულად რამ მიიზიდა დემის და დესთინის პროფაილები, რადგან საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არ იყო. მიუხედავად ამისა, მათ სურდათ უფრო მეტი გაეგოთ ამ გოგონების შესახებ.  თავიდან ისეთი შეგრძნება ჰქონდათ თითქოს სხვის შვილებს უვლიდნენ ფეიაზი და რობერტი. ცოტა უცნაური მოსასმენი იყო სიტყვები „დედა“ და „მამა“. როდესაც გოგონებს შეხვდნენ მინდობილობით აღმზრდელის სახლში, ფეიაზი და რობერტი იყვნენ ძალიან აღფრთოვანებულები და ერთი სული ჰქონდათ, სახლში წაეყვანათ.

Story of adoption from the UK
Story of adoption from the UK
Story of adoption from the UK
Story of adoption from the UK
Story of adoption from the UK
Story of adoption from the UK Story of adoption from the UK

მართლაც რთული წარმოსადგენია რომ ამ ბედნიერმა ოჯახმა ბევრი გამოწვევა გადალახა ერთად. იყო დრო, როდესაც დემი და დესთინი ვერ იძინებდნენ. დაძაბულები იყვნენ და ყოველ საათში იღვიძებდნენ ღამის კოშმარით. სირთულეები იყო გოგონების მეტყველების უნარებში. მათ არ შეეძლოთ კარგად საუბარი. თუმცა, ფეიაზი და რობერტი დაინტერესდნენ თერაპიული აღზრდით,  „PACE“ (სითამამე, აღიარება, ცნობისმოყვარეობა და ემპათია/თანაგრძნობა)  მოდელის გამოყენებით, რომელიც საშუალებას აძლევს მშობელსა და შვილს დაკავშირდნენ ერთმანეთთან და, ასევე, ბავშვს აძლევს უსაფრთხოების გრძნობას.

„PACE“ აღზრდამ, უამრავ ჩახუტებასთან ერთად, მათი შვილები გადააქცია მოაზროვნე, კეთილ და მხიარულ ადამიანებად, რომლებიც სიხარულით ცხოვრობენ.

რჩევა Khan-Hillier ოჯახისგან:

ყველა ოჯახს აქვს რთული და ბედნიერი დრო. მზად იყავი იმ ფაქტისთვის, რომ ცხოვრებას, რომელსაც მისცემთ თქვენს შვილებს აღემატება იმ ყველაფერს, რაც მათ ოდესმე გამოუცდიათ. თქვენ მათ დაჰყვებით ახალ სამყაროში, ხელმძღვანელობთ. ნუ მიიღებთ ამ პასუხისმგებლობას საჩუქრად. 

Story of adoption from the UK

Იხილეთ ასევე